სოსო ცისკარიშვილი: „სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისათვის ქარიშხალი „ირმაა“

სოსო ცისკარიშვილი: „სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისათვის ქარიშხალი „ირმაა“ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბევრი ბერკეტი აქვს საიმისოდ, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკოსობა გადაავადოს. ცისკარიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის თავზე დიდი ქარბუქი დატრიალდება თუ ის დროულად არ ამოირჩევს საცხოვრებლად რომელიმე ევროპულ ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ექსპერტი თვლის, რომ ეს მისი თანაგუნდელების ოცნებაა, ოცნებები კი საქართველოში არ სრულდება:
– ალბათ ბატონ მიხეილს მოუხდება გააცნობიეროს, რომ 4 მილიონიანი საქართველო არ არის 40 მილიონიანი უკრაინა ამტომ ის, რასაც ჩვენ ტელევიზიით ვადევნებდით თვალს გვაფიქრებინებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას, არ დაავიწყდება თავმოყვარეობა და მას ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გადაავადოს რაიმე სახით სააკაშვილის პოლიტიკოსობა. ალბათ, ბევრი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ ისინი არ არიან უმრავლესობა. უფრო ძლიერი ქარბუქი დატრიალდება სააკაშვილის თავზე თუ იგი დროულად არ ამოირჩევს საცხოვრებლად რომელიმე ევროპულ ქვეყანას, სადაც მას არაფერი დაუშავებია. ასეთი შეთავაზება მე პირადად მოსმენილი მაქვს მისი ლიტველი თანამებრძოლებისგან. ამიტომ, საქართველოში აღზევება ბატონი სააკაშვილის არის მხოლოდ მისი პარტიის ნაწილის ოცნება და ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველოში ოცნება როგორც წესი არ ხდება, – აცხადებს ცისკარიშვილი.
რაც შეეხება ექსტრადირებას. ცისკარიშვილის თქმით, ეს იქნება ყველაზე უსიამოვნო განაჩენი და ქარიშხალ “ირმას” მსგავსი მოვლენა საქართველოს ხელისუფლებისთვის:
რასაკვირველია, ეს იქნება ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო განაჩენი საქართველოსთვის. ეჭვი არ მეპარება უკრაინის ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ აღარ დაინახოს უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანი, რომლიც არის პოპულარული და მისი არსებობის წყარო გახლავთ 24 საათიანი ლანძღვა არსებული ხელისუფლებისა უკრაინის. რაც შეეხება მის ექტრადიციას. ეს იქნება შედეგი სრულიად მოუფიქრებელი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და თუკი რაიმე სახის შფოთი ჯერ არ გაგვივლია ამ ვითარებაში უკვე ქარიშხალი შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, თუნდაც ნახევარი “ირმა” რომ გვეწვიოს, დაახლოებით ისეთი” განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა “პირველ რადიოსთან” საუბარში.