საინფორმაციო პროგრამა “მოამბე”- ს ყოფილი ტელეწამყვანის, თენგიზ ნათაძის ვაჟი გარდაიცვალა.
დავით ნათაძე გუშინ დილით, თურქეთის აეროპორტში, თბილისში გამომგზავრებამდე, 10 წუთით ადრე, გულის მწვავე შეტევით გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
კომენტარი სოციალური ქსელიდან:
“დავით ჩემო საყვარელო, კეთილო ადამიანო, როგორ მატკინე გული არ იცი… როგორი იმედებით აღსავსავსე იყავი – წელს ჩემი წელი მოდის, აუცილებლად გამიმართლებს და ფეხზე დავდგებიო, წელს ბოლო შანსი მაქვსო, სულ ამბობდი – ეს წელიც დადგა, მაგრამ არ დაგცალდა, რამდენი ოცნება და სურვილები დატოვე აუხდენელი…რატომ ღმერთო”… – წერს ფეისბუქის გვერდზე დავით ნათაძის ერთ-ერთი მეგობარი.
პრაიმტაიმი

