პარლამენტის მიერ კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ თინა ხიდაშელმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
”ჟურნალისტი რომ ვიყო, დღეს გავაკეთებდი გრძელ სიუჟეტს “საქართველოს ახალი ისტორიის დაწყების” შესახებ გამოსვლებზე, რომელსაც ყოველ ჯერზე კონსტიტუციის კენჭისყრისას მგზნებარედ გვამცნობენ ხოლმე პარლამენტის ტრიბუნიდან!
ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ყოველთვის, აგრესიულად ცინიკური, დარბაზში მარტო დარჩენილი საკონსტიტუციო უმრავლესობა, მქუხარე ტაში, ბატონი ოქრიაშვილიც კი ისევ იქ არის და ვინ იცის, მერამდენად იტყავებს ხელებს ტაშის კვრით, და ყველაფერი ზუსტად ისე იქნება მერეც, მოვა ახალი უმრავლესობა და ისევ თავდაყირა დადგება ყველაფერი ![]()
სახელმწიფო ინსტიტუტები მორიგ ჯერზე ჩამოგვეშლება ![]()

