თინა ხიდაშელი ვეტერან ვარსკვლავთა მატჩზე – ”საქველმოქმედო აქცია იქნებოდა, რომში ან მილანში რომ ეთამაშათ”

29 სექტემბერს თბილისში დანიშნულ მსოფლიოს ვეტერან საფეხბურთო ვარსკვლავთა მატჩს თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ფეისბუქზე ასეთი რამ დაწერა:

”საქველმოქმედო აქცია იქნებოდა რომში ან მილანში რომ ეთამაშათ, ჩვენ პირდაპირ ეთერში გვენახა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეღოთ ზარები დახმარებაზე. მარათონი ქართული ტყის გადასარჩენად
ის რაც მოხდება, მათი მეგობარი კანდიდარის მხარდამჭერი აქციაა, რომელზეც სავარაუდოდ იმაზე ნაკლები შემოვა თანხა ვიდრე მათი აქ ჩამოსვლა და მთელი ეს პომპეზი დაჯდება