თინა მახარაძე: “ბრუკლინში ვარ თუ სოლოლაკში, ვერ გავიგე” 

მსახიობი თინა მახარაძე   Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

– ღამის 10 საათია. გამოვდივარ უნივერსიტეტიდან, რამდენიმე საათი რაღაც დებილობა კრივის სცენას ვამონტაჟებდი და მგონია, მე ვარ ნაცემი, ისეთი დაღლილი ვარ. შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ ერთ კოლოფ American Spiritს. რატომღაც ჩეკს დავხედე, რასაც, როგორც წესი, არასდროს ვაკეთებ ხოლმე, წერია 8 დოლარი, არადა ნიუ იორკში სიგარეტი 15 დოლარზე ნაკლებად არ იღება. – რა არის ესა, რატომ 8 დოლარი-მეთქი, ვეკითხები გამყიდველს. I made special price for u-ო მეუბნება.

გამოვფრინდი გახარებული, შევედი მეორე გროსერი სთორში. ვყიდულობ შოკოლადებს და უცებ ბარათმა გაჭედა. – იყოს და მერე შემომიტანე, – მეუბნება გამყიდველი, პარკში მიწყობს შოკოლადებს და ზედ დიდ შეკვრა ყავას უმატებს – ესო for free ჩემგანო.
ბრუკლინში ვარ თუ სოლოლაკში, ვერ გავიგე.
რანაირი თავაზიანია ხოლმე ცხოვრება შიგადაშიგ, – წერს თინა მახარაძე.