თრილერი თელ ავივში – საქართველომ ისრაელი ოვერტაიმში დაჯაბნა

თრილერი თელ ავივში - საქართველომ ისრაელი ოვერტაიმში დაჯაბნარამდენიმე წუთის წინ თელ ავივში დასრულდა ევრობასკეტის მორიგი ტურის მატჩი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის.

შეხვედრა საოცრად დრამატული გამოდგა.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე მეოთხედიც დაძაბულად წარომართა და ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები 3 ქულას იგებდნენ – 70;67.

მეოთხე მეოთხედში ქართველებმა თამაშს მოუმატეს და მატჩის ბოლოს წინაც გავიდნენ დიქსონის 3 ქულიანი ტყორცნის შემდეგ, მაგრამ ებრაელებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს – 89:89.

დამატებით 5 წუთეულში საქართველომ საუკეთესო კალათბურთი აჩვენა და 15;2 მოიგო, რაც საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა – 104:91.