თურქეთი გერმანიიდან ელჩს გაიწვევს

თურქეთი გერმანიიდან ელჩს გაიწვევსორ ქვეყანას შორის რიგ საკითხებში უთანხმოებების ფონზე თურქეთი გერმანიიდან ელჩს გაიწვევს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, უთანხმოების ერთ-ერთი საკითხი ბუნდესტაგის რეზოლუციაა, რომელიც ოსმანთა იმპერიის პერიოდში „სომეხთა გენოციდს“ ეხება.

გარდა ამისა, ბერლინი დაჟინებით მოითხოვს თურქეთში ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებული გერმანიისა და თურქეთ-გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათამდე ადამიანის გათავისუფლებას.

პარალელურად, ანკარა იმ ადამიანების გადაცემას სთხოვს ბერლინს, რომლებსაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

გერმანიის პროტესტს უკვე დიდი ხანია იწვევს თურქეთში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე ბერლინის ოფიციალური პირების დაშვების შეზღუდვა.

– ჩვენ უფრო მეტად უნდა შევამციროთ თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ყურადღებით შევისწავლოთ შესაბამისი პროექტები, – განაცხადა დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

პირველი