“თურქეთში გარდაცვლილი ლარისა აბულაძე შვილებმა საქართველოში იმიტომ არ ჩამოასვენეს, რომ თურქზე იყო გათხოვილი”

შოთო სიხარულიძე, რომელიც ქართველ ემიგრანტებს შეძლებისდაგვარად ეხმარება ხოლმე, სოციალურ ქსელში ტრაგიკულ ამბავზე წერს. 45 წლის ლარისა აბულაძე თურქეთში ინსულტით გარდაიცვალა და მისმა ოჯახმა გადმოსვენებაზე უარი თქვა:
„გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს თურქეთში ტოვებენ… შვილებმა უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვენებაზე და დაკრძალვაზე… სიტყვები არ მყოფნის ეს რა გავიგე..“
სიხარულიძე მარინა აბულაძის მიწერილ ტექსტს ასაჯაროვებს, რომელიც ლარისა აბულაძის ცხედრის პატრონობას სთხოვს: „ბატონო შოთო, რომ არ მოწერო ალბათ გავგიჟდები ამ საწყალი ქალის ცოდვით. როცა ხელფასს აიღებდა, მაშინ დედა ხომ უნდოდათ, დაიღუპა ქალი და დატოვეს თურქეთში შვილმა და სიძემ…..ნათესავებმა…. ეს რა უბედურებაა ხალხო, შვილებს რატომ აღარ უნდათ მშობელი. დაგვეხმარეთ, შენ ხარ ჩვენი ერთდერთი იმედი და არ დატოვოთ ეს ადამიანი თურქეთის მიწაზე დასამარხად, გემუდარები შვილო. მარინა აბულაძე.“
ცოტა ხნის წინ შოთო სიხარულიძის ფეისბუქგვერდზე ამ თემაზე კიდევ ერთი ინფორმაცია დაიდო:

„დღეს კრძალავენ 45 წლის ლარისა აბულაძეს თურქეთში. როგორც ექსკლუზიურად ქალბატონმა მარინა აბულაძემ აცნობა ამწუთებში შოთო სიხარულიძეს ლარისა აბულაძის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყო როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა იმ შემთხვევაში მას რამე თუ მოუვიდოდა საქართველოში ჩემს მიწა წყალზე დამმარხეთო ქრისტიანული წესითო პირადად ასე ეუბნებოდა მის მეგობრებს… მიუხედავად იმისა რომ თურქეთში გათხოვილი ვარ მუსლიმანზეო ჩემს საქართველოში უნდა მიმაბარონ მიწასო…. ასევე მარინა აბულაძის ექსკლუზიური ინფორმაციით ეს ლარისას ქმარმაც იცოდა მისი მეუღლის უკანასკნელი სურვილის შესახებ საქართველოში ქრისტიანული წესით დაკრძალვაზე და თანახმა იყი, თუმცა ლარისას ოჯახის წევრების არ ჩამოსვლის და არ გამოხმაურების გამო თურქი მეუღლე დღეს კრძალავს მას თურქეთში მუსლიმანური წესით. ქალბატონი ლარისა ორდუში მოხუცებულ კაცს უვლიდა “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხის ექსკლუზივი” პ.ს. ქალბატონი მარინა აბულაძე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს ამ ინფორმაციისას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს ამას რომ ეს სიმართლეა და იცნობდა პირადად გარდაცვლილ ლარისა აბულაძეს.“
კომენტარებში კი, სადაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, წერენ, რომ ეს ქალბატონი თურქზე იყო გათხოვილი და შვილების გულისწყრომის მიზეზი ეს იყო: 
„თურქს 100 წელი არ უნდა მკვდარი მასთან თურქეთში( ქართველ ქალზე მაქვს საუბარი)…..ანუ მართალი ყოფილა ….არ წამოიყვანდნენ მისი ქართველი შვილები საქართველოში მის დედას, რადგანაც თურქზე იყო გათხოვილი………..(ზედმეტად ამაყი ვართ ქართველები მაგრამ, დედასთან სიამაყე არ ვარგა).არამც და არამც არ არი სწორი ის რომ დედაზე უარი თქვეს მისმა შვილებმა…..დედა თუ გინდ ბორდელში გარდაცვლილიყო და 100 კაცი გამოეცვალა მაინც, უნდა უყვარდეს შვილს!!!! და პატივი სცეს დედას!!!! ცხოველად არცერთი ქალი არ იბადება!!! ქალს როგორც აქალებენ კაცები, ისე იქალებს……ყველას ერთნაირი ბუნება და ხასიათი არა აქვს……ნუთუ დედმამიშვილიც არ ყავდა ამ საცოდავ ქაალს????“
უორდლნიუს.გე

„ალია“