თურქეთში გარდაცვლილი ქართველ ემიგრანტის ჩამოსვენებაზე შვილმა და სიძემ უარი თქვეს

შოთო სიხარულიძე, რომელიც ქართველ ემიგრანტებთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ თურქეთში გარდაცვლილი ქალის სამშობლოში ჩამოსვენებაზე მისმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს.

“გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს თურქეთში ტოვებენ… შვილებმა უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვენებაზე და დაკრძალვაზე… სიტყვები არ მყოფნის, ეს რა გავიგე… ბატონო შოთო რომ არ მოგწერო ალბათ გავგიჟდები ამ საწყალი ქალის ცოდვით როცა ხელფასს აიღებდა მაშინ დედა ხომ უნდოდათ დაიღუპა ქალი და დატოვეს თურქეთსში შვილმა და სიძემ… ნათესავებმა… ეს რა უბედურებაა ხალხო შვილებს რატომ აღარ უნდათ მშობლები. გთხოვ ბატონო შოთო დაგვეხმარე შენ ხარ ჩვენი ერთადერთი იმედი არ დატოვო თურქეთის მიწაზე დასამარხად ეს ქალბატონი გემუდარები შვილო,, – წერს შოთო სიხარულიძე.

გუშინ თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.