თვითმფრინავის პილოტი რეისის დროს ჰაერში გარდაიცვალა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways პილოტი აბუ-დაბი-ამსტერდამის ავიარეისის შესრულების დროს თვითმფრინავის ბორტზე გარდაიცვალა.

შემთხვევის გამო, თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა და საგანგებო დაშვება ქუვეითში განახორციელა.

პილოტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პირველი