წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაწყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 196 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ცუნამის საშიშროების და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია.

ამ თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად 32 წლის წინ, 1985 წლის ამავე დღეს, 19 სექტემბერს, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას მაშინ სულ მცირე 5.000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იმედინიუსი