უკრაინის კულტურის სამინისტრომ განახლებული „შავი სია“გამოაქვეყნა. უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე ე.წ. “შავ სიას ” 27 ადამიანი დაემატა.
უშიშროების სამსახურის თქმით, ეს ადამიანები ეროვნული უსაფთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. კულტურის სამინისტროს “შავ სიაში” მოხვდნენ ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი და სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, ასევე წარმოშობით ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რუსი მომღერალი სტას პიეხა და რუსული შოუ-ბიზნესისა და კინოს სხვა წარმომადგენლები.
აღნიშნული პირები ანექსირებულ ყირიმში პუტინის პოლიტიკას უჭერენ მხარს.
ცნობა, რომ სტივენ სიგალს უკრაინაში შესვლა აეკრძალა, ცოტა ხნის გავრცელდა, ახლა კი დადასტურდა. მას , ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წლის ნოემბერში მიანიჭა.
ტელეკომპანიებს და რადოსადგურებს ეკრძალებათ იმ ფილმების, სერიალების, კონცერტების, გადაცემების გაშვება, რომლებშიც “შავ სიაში” მოხვედრილი ადამიანები მონაწილეობენ.
უკრაინის კულტურის სამნისტრომ რუსი ხელოვანების ე.წ. “შავი სია” 2015 წელს შექმნა. თავდაპირველად მასში 14 ადამიანი შეიყვანეს. ბოლო ორ წელიწადში კი სია გაიზარდა და 100 ადამიანს გადააჭარბა.
ე.წ. შავ სიაში არიან, მომღერალი გრიგორი ლეპსი, ამერიკელი მოკრივე როი ჯონს უმცროსი, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, მუსიკოსები ალექსანდრ როზენბაუმი, სერგეი პენკინი და სხვა.
ნიუპოსტი

