პარტია “ახალ ძალთა ერთობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთისთვის მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
– სააკაშვილს გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი, მან უნდა გადაიხადოს ჯარიმა და მიიღოს ბინადრობის უფლება. აღვნიშნავ, რომ სააკაშვილს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. – განაცხადა ლუცენკომ.
ამასთანავე ლუცენკომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი სტატუსი მის საქართველოში ექსტრადირებას არ ითვალისწინებს.
– მეორეს მხრივ, იმ პირების ქმედებებში, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ ან ურჩევდნენ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთას, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს, – აღნიშნა ლუცენკომ.
ნიუპოსტი

