– „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის ორგანიზატორები, ასევე ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ხელმძღვანელობდა ასეთ ქმედებებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
– კანონი ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინ მოაწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ვინც ხელმძღვანელობდა ან ხელს უწყობდა ასეთ ქმედებებს. ეს გაკეთდება. ასევე შეფასება მიეცემა სახელისუფლებო ინსტიტუტების დღევანდელ ქმედებებს, – აღნიშნა ლუცენკომ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ხელისუფლებისთვის ბრძოლაში სახელმწიფოს ანადგურებენ.
– ვინც არ ეთანხმება ამას, შეეცადეთ და გაარღვიეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვარი. ხელისუფლების ქმედებების კანონიერების შესახებ დავის გადაჭრის ერთადერთი გზა სასამართლოა, – დასძინა მან.
ინტერპრესნიუსი

