უნაი ემერის ულტიმატუმი წაუყენეს

უნაი ემერის ულტიმატუმი წაუყენესპსჟ-ს მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის გუნდის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ პსჟ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უნდა გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს.

პსჟ-ს პრეზიდენტის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის მან ზაფხულში 400 მილიონზე მეტი დახარჯა.

პსჟ-ს ისეთი ფეხბურთელები დაემატნენ როგორებიც ნეიმარი და კილიან მბაპე არიან, ამიტომ ემერის კიდევ ერთ წარუმატებლობას არავინ აპატიებს. შეგახსენებთ რომ შარშან პსჟ-მ ბარსელონასთან 1:6 წააგო ნოუ კამპზე და ჩემპიონთა ლიგას სამარცხვინოდ დაემშვიდობა.