ვლადიმირ ვაისი: ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

ვლადიმირ ვაისი: ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართხვალ საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ მატჩს გამართავს ავსტრიის ნაკრებთან.
ვენაში ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.
_ ნაკრები უმოტივაციოდ არის, როგორ ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის?
_ ჩვენც ისევე შევეცდებით 3 ქულის აღებას, როგორც ავსტრია. ჩვენ ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ.
_ გუნდი დღეს ჩამოვიდა ავსტრიაში და მატჩის წინ მხოლოდ ერთ ვარჯიშს გამართავს. როგორც ვიცით, გუნდში რამდენი ცვლილება იქნება და ერთი ვარჯიში ფეხბურთელების შესათამაშებლად საკმარისი იქნება?
_ გუშინ მხოლოდ აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, დღესაც მსუბუქად ვივარჯიშებთ. ეს ხელს არ შეგვიშლის სტრატეგიაში. რამდენიმე ცვლილება გვექნება, ზოგი იძულებითი, ზოგიც _ ტაქტიკური.
_ გასულ წელს ავსტრიას თბილისში ვუმასპინძლეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ?
_ ბოლო წლის განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა, მართალია, მოგება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ამას ხვალ შევეცდებით.
_ ფედერაციას კონტრაქტის თაობაზე საუბარი ხომ არ გქონიათ?
_ ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, წინ 3 თამაშია და შემდეგ შეიძლება საუბარი.
_ ავსტრიის ნაკრებს როგორ შეაფასებდით?
_ ავსტრია ძალიან კარგი გუნდია, ალბათ უკეთეს ადგილსაც იმსახურებს, ვიდრე მე-4 ადგილია. ჰყავს კარგი ფეხბურთელები და შემსრულებლები, ასევე კარგი მწვრთნელი.

მიშა ჟორჟოლიანი, ვენა