ზაზა ხატიაშვილი – “კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?”

ზაზა ხატიაშვილი - "კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?"“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კალაძეს შანსი არ აქვს, დედაქალაქის მერი გახდეს.

ხატიაშვილმა ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს მოუწოდა კოალიცია შექმნან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გაყალბდეს.

“კაცი, რომელიც დაზარალებულებს არ ხვდება, ის ადამიანი თბილისელებისთვის კარგი მერი არ იქნება. ხელისუფლება გადასულია სიბინძურეზე და ადამიანები, რომლებიც მათ ეუბნებიან, რომ დაპირებები შეასრულეთ, პასუხობენ სააკაშვილმა მოგაგზავნათო. სად გაგიგიათ, ხატიაშვილისგან მოგზავნილი ვინმე? კალაძე ამას იმიტომ ამბობს, რომ ვიცი, როგორი სამარცხვინო მერი იქნება. თბილისის მერი რომ გახდეს, თქვენ რას გეტყვით? კალაძეს ამას არ ვაპატიებ, მაგრამ მას სასამართლოში არ ვუჩივლებ.

თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან ვივლი და შევეცდები, ყველა კანდიდატი გავაერთიანო, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდეს. ოპოზიციას ღია წერილით მივმართავ, რომ კოალიცია შექმნან და არჩევნებს დააკვირდნენ. ოპოზიციამ კალაძის სახე უნდა აჩვენოს. ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ, კალაძის ინგა გრიგოლიასთან სტუმრობა გაიხსენეთ, სადაც თქვა, მხარს მიშას ვუჭერო. კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?”, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

კახი კალაძემ “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებს მიმართა, რომ მასთან “სააკაშვილის კუდრაჭამ” მიაგზავნა.