ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დეპუტატობის კანდიდატია

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დეპუტატობის კანდიდატიაჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სავარაუდოდ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია. არ არის გამორიცხული ის „ქართული ოცნების“ სიაში მეორე ნომრად ვიხილოთ. ამის შესახებ „ქუთაისი თუდეის“ პარტიის საარჩევნო შტაბში უთხრეს. თავად ლიკლიკაძე ამ ფაქტს არ ადასტურებს.

– ეს კეთილი და უწყინარი ჭორია, რომელიც მეც გავიგე. ერთი თვეა მეუბნებიან სამსახურშიც, სახლშიც და ქუჩაშიც. ცხადია ეს სიმართლე არ არის. ვერ შეველევი მედიას, თუმცა რომც შეველიო არც არავის დავუპატიჟებივარ საკრებულოს სიებში, – განაცხადა დათო ლიკლიკაძემ.

kutaisitoday.com