Эхо Москвы-სა და Новоя газета-ს ჟურნალისტმა იულია ლატინინამ განაცხადა, რომ რუსეთიდან წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.
“მე სკაიპით საზღვარგარეთიდან გელაპარაკებით, ჩემი მშობლებიც საზღვარგარეთ არიან. ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ჩამოვალ”, – განაცხადა ლატინინამ.
ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი ავტომობილის აფეთქების შემდეგ, მას რუსეთში ყოფნის ეშინია.
სექტებრის დასაწყისში, ლატინინიას ავტომობილი უცნობმა პირებმა დაწვეს, მანამდე ივლისში კი მის სახლს დაუდგენელი შემადგენლობის სითხე შეასხეს.
გასული წლის აგვისტოში ლატინინაზე თავდასხმა მოხდა. მას უცნობი კაცი Эхо Москвы-ის რედაქციასთან დაესხა თავს და ფეკალიები შეასხა.
იმედინიუსი

