ზვიად ძიძიგური ციანიდის საქმეზე – ”სასამართლოს გადაწყვეტილება არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ”

ზვიად ძიძიგური ციანიდის საქმეზე - ”სასამართლოს გადაწყვეტილება არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ”– სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგვწონს ის თუ არა, არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის კომენტირებისას განაცხადა.
– დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. ამ პროცესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. აქედან გამომდინარე, ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო საეკლესიო წრეები, ასევე ყველა დაინტერესებული ადამიანი. დღეს პროკურატურამ სასამართლოსგან მიიღო დადასტურება თავისი ბრალდების. არსებობს კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის მიხედვით ბრალდებულის ოჯახის წევრებს ან ადვოკატებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, – განაცხადა ძიძიგურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ინტერპრესნიუსი