31 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი გახდება

31 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი გახდებაავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით, ქვეყნის კონსერვატიული სახალხო პარტიის ხელმძღვანელი, 31 წლის სებასტიან კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.

სახალხო პარტიამ არჩევნებში 31.5% მიიღო, სოციალ-დემოკრატებმა 27.1%, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიამ 25.9%. ამ შედეგების მიხედვით, სებასტიან კურცი ქვეყნის მომავალი კანცლერია. კურცი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 2013 წლიდან იყო.

ევროპის ლიდერები კურცს არჩევნებში გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 68% დაფიქსირდა, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

იმედინიუსი