“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრება სცემეს
.შემთხვევა დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. ირაკლი ბარამიძის თქმით, იგი ოცნების ერთ-ერთი მაჟოროტარობის კანდიდატის შვილმა, “ქართული ოცნების”ოფისის წინ სცემა.
– საღამოს, “ქართული ოცნების” შტაბში, საუბნო-სარჩევნო კომისიის წევრები შეკრიბეს იმისათვის, რომ გაყალბების ინსტრუქციები მიეცათ. მე ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მივაწოდე და როგორც ჩანს, მისმენდნენ. პარალელურად, ჩემი შტაბიდან გამოსულმა დავინახე, რომ “ოცნებიდან” ქალები გამოდიოდნენ, ავბრუნდი ოფისში, კამერა ავიღე, მანქანით ჩავუარე “ოცნების” შტაბს და ვიღებდი ამ ფაქტს. ეს დაინახა გიორგი ბალიაშვილმა, გამომყვა უკან, დაიწყო ყვირილი, რაც გადაიღე წაშალეო. გადმოვედი მანქანიდან და ვუთხარი, რომ არ წავშლიდი. ამ დროს, უკნიდან მომეპარა და თავში ჩამარტყა. შევბრუნდი, რომ დამეჭირა როგორც დამნაშავე, მაგრამ გამექცა, – იხსენებს ბარამიძე.
პარტია “ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროვოკაცია.
“ეს იყო პროვოკაცია ნაცების მხრიდან, არავის არავინ უცემია“, – აცხადებს ქართული ოცნების, ახალციხის შტაბის ხელმძღავნელი გიორგი გვარამაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
იმედინიუსი

