გადმოსცემს თუ არ უკრაინა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ექსტრადირება გარდაუვალია.
ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ სააკიაშვილის ექსტრადირება ხელისუფლებას არ აწყობს.
– ვერ ვიმარჩიელებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ამ ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება და ციხეში ჩასმა, თორემ ამას ამდენი ხანი გააკეთებდნენ. ახლა რა გარიგებებია, არ ვიცი. ძალიან მეეჭვება, რომ მისი ექსტრადირება მოხდეს, – განუცხადა „ახალ თაობას“ ნინო ბურჯანაძემ.

