ამერიკელი კონგრესმენები გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოში ამერიკული კომპანიების შეზღუდვის გამო – რა წერია კონგრესის რეზოლუციაში

ამერიკელი კონგრესმენები გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოში ამერიკული კომპანიების შეზღუდვის გამო - რა წერია კონგრესის რეზოლუციაშიაშშ-ის კონგრესის რეზოლუციამ ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს:

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რეზოლუცია – H. RES. 576

რეზოლუცია კვლავ ადასტურებს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

წარმომადგენლობით პალატაში 2017 წლის 23 ოქტომბერს კონგრესმენმა პომ (ტეხასი, მისი სახელითა და კონგრესმენი ჯინ გრინის სახელით) წარმოადგინა შემდეგი რეზოლუცია, რომელიც გადაეცა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტს.

რეზოლუცია

კვლავ ადასტურებს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ და 1991 წელს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს შესრულდა ამ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე.

მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 1 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები ერთმანეთთან მეგობრობის ფიცით არიან დაკავშირებულნი და ასევე ერთობლივი მიზნები აქვთ თავისუფლების კუთხით.

იმ ვითარებაში, როცა საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩება რუსული ოკუპაციის ქვეშ, ეს არის საქართველოს ტერიტორიის ერთი-მეხუთედი.

იმ ვითარებაში, როცა საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი, ათასობით ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

იმ ვითარებაში, როცა საქართველომ წარმოადგინა ყველაზე დიდი სამხედრო ძალა სამხედრო მოქმედებების მხარდასაჭერად ავღანეთში.

იმ ვითარებაში, როცა საქართველო თამაშობს საკვანძო როლს ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელის განვითარებაში, რაც ნატო-ს საქმიანობას ავღანეთში ხელს უწყობს.

იმ ვითარებაში, როდესაც ინვესტიციები და განვითარება ენერგოწარმოების კუთხით და ამ თავლსაზრისით დამოუკიდებლობის მიღწევის კუთხით, თამაშობენ გადამწყვეტ როლს საქართველოსა დ მთლიანი დასავლეთ ევროპის სტაბილურობაში.

იმ ვითარებაში, როცა საქართველო უკვე მრავალი წელია არის დემოკრატიული პრინციპებისა და პროგრესისი მაგალითი.

ყურადსაღებია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა საკუთარი ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე ინსტიტუტების განვითარებასა და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების განვითარებაში.

იმ ვითარებაში, როცა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა, ქვეყანა მიიყვანა ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან და საერთაშორისო ინვესტიციების ზრდასთან, მათ შორის აშშ-ის ინვესტიციების ზრდასთან.

თუმცა, შეერთებული შტატების კონგრესის წევრების ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში გარკვეული პირების შესახებ, რომლებიც მუშაობენ ამერიკულ კომპანიებზე ნაკისრ ვალდებულებებზე:

აქედან გამომდინარე

გადაწყდა, რომ წარმომადგენლობითი პალატა

1. ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობისა და მისი ხალხის მიმართ.

2. ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი.

3. ახსოვს და პატივს სცემს ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მსხვერპლს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს თავისუფლების მისაღწევად.

4. მხარს უჭერს საქართველოს ვალდებულებას რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიანი კუთხით მოგვარების თვალსაზრისით და მოუწოდებს რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

5. მხარს უჭერს საქართველოს ვალდებულებას ინსტიტუციონალური რეფორმების, თავისუფლების, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ინტეგრაციისადმი.

6. მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის ზრდას.

7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს და განახორციელოს კანონის უზენაესობა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით.

8. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, წარმოაჩინოს თავისი ვალდებულება, არსებული და მომავალი ბიზნეს-ინვესტიციების მიღებისა და მათი თავისუფალ გარემოში მუშაობის კუთხით.

9. ვდგავართ საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით როგორც პარტნიორები და მეგობრები, და ჩვენი საერთო ხედვაა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო.

ნიუპოსტი