ანჩელოტის 50 მილიონს სთავაზობენ

ანჩელოტის 50 მილიონს სთავაზობენიტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა შვებულება შეწყვიტოს.

ცოტა ხნის წინ, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მინიმუმ 10 თვით უქმად ყოფნას და დასვენებას აპირებს. მაგრამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების წინადადების შემდეგ – შესაძლოა მისი გეგმები შეიცვალოს.

იტალიელი ჟურნალისტის ტანკრედი პალმერის მტკიცებით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების გაწვრთნისთვის – ანჩელოტის წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობენ.

კარლო ანჩელოტის ჯერ-ჯერობით თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ წინადადებას დათანხმდება იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მთავარი მწვრთნელი გახდება.

პირველი