– ნახევარ საქართველოს სჯეროდა, რომ თითო ქათმიდან თითო ბარკალი მიშას ჯიბეში მიდიოდა, ყველა ტაქსისტი დარწმუნებული იყო რომ წუთნახევრიან შუქნიშანზე ერთი წუთის განმავლობაში დახარჯული ბენზინი მიშას წილი იყო”, – შესაბამის კომენტარს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელის გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეორგოლს აზიარებს:
– ‘საოცარი ხალხი ვართ რა… მიშას ლუკმებს უთვლიდნენ და რესტორანთან დარაჯობდნენ, ძალიან მდაბიო ჭორებზე აყოლილ ნახევარ საქართველოს სჯეროდა, რომ თითო ქათმიდან თითო ბარკალი მიშას ჯიბეში მიდიოდა, ყველა ტაქსისტი დარწმუნებული იყო რომ წუთნახევრიან შუქნიშანზე ერთი წუთის განმავლობაში დახარჯული ბენზინი მიშას წილი იყო და რუსი ოლიგარქის მიერ მთელი საქართველოს 1 ლარად ოფიციალურად დასაკუთრების ფაქტის წინაშე მდგომნი დაყრუვდნენ, დაბრმავდნენ და დამუნჯდნენ.
რა ჯადო გჭირთ, რა გაჭამათ ამდენი იმ მანიაკმა ეს ვირის ტვინი, თუ ყვავის ფეხი, თუ რაც არის…”, – წერს ანი ნადარეიშვილი და “ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერის გუბაზ სანიკიძის ვიდეორგოლს აზიარებს.

