რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
– შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენს საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ამომრჩეველში, ამიტომ, ბუნებრივია გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი, მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კახი კალაძეს და ჩვენს კანდიდატებს.
ჩვენთვის გამარჯვება ნიშნავს მომენტს, როდესაც არჩევნების შესახებ მონაცემები ოფიციალურად გახდება ცნობილი, რა თქმა უნდა, ამ მომენტამდე წინასწარი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას, გვაქვს ჩვენი მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი თბილისსა და რეგიონებში, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

