აშშ-ს საწვრთნელ ბაზაზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ორი სამხედრო დაიღუპა

აშშ-ს საწვრთნელ ბაზაზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ორი სამხედრო დაიღუპა– აშშ-ს შტატ სამხრეთ კაროლინაში, საწვრთნელ სამხედრო ბაზა „ფორტ ჯექსონზე“ ავტომობილი სამხედროებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაშავდა, – ამის შესახებ ბაზის მეთაურობა იუწყება.
სამხედრო სატრანსპორტო საშუალება სამხედრო მოსამსახურეების მწყობრში შევარდა. ექვსი დაშავებულიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ცენტრის მეთაურის, გენერალ-მაიორ პიტ ჯონსონის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.