ბაია პატარაია – “საკუთარი ძალადობის ისტორიას მხოლოდ ძლიერი ქალები ყვებიან – კაცებო, მაშინ რაზე ფიქრობდით, 15 წლის გოგოებს რომ ხელებს უფათურებდით?!”

რამდენიმე წუთის წიმ ბაია პატარაიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონს მაინც მივიღებთ! დროის საკითხია.
მოძალადე კაცებს კიდევ ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, როცა აცხადებენ, რომ მათ კამპანიის წარმატებას ვწირავთ. ახლა რომ გეცოდებათ საკუთარი რეპუტაცია, მაშინ რაზე ფიქრობდით 15 წლის გოგოებს რომ ხელებს უფათურებდით?!

ქალებს მოვუწოდებ მეტი გულისხმიერებისკენ. “მეც მასწავლიდა და მე არ შევუვიწროებივარ” – არგუმენტი რომ არ არის, ვერ ხვდებით?! ეს დაახლოებით ისეთი ამბავია, “რავი მე არ მირტყამს ჩემი ქმარი და აბა სადაა ოჯაცში ძალადობა?!”.
და კიდევ ზრდასრულ ქალებს ვუპასუხებ, რომ ამბობენ 20-30 წლუს წინ იყო სექსუალური შევიწროება და ეხლა არ არისო. განა ეხლა აღარ არის, უბრალოდ, თქვენ აღარ ხართ იმ ასაკში წუწკი და მშიშარა კაცი ვისაც თავს დაესხმება ავტობუსში და შეავიწროებს. სექსუალურ შევიწროება ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება შეემთხვედ, მაგრამ თინეიჯერი გოგოები ყველაზე ხშირად.

გახსოვდეთ, საკუთარი ძალადობის ისტორიას მხოლოდ ძლიერი ქალები ყვებიან და ის, ვინც მალავს და იტყუება რომ არაფერი მსგავსი არ განუცდია და არც კი სმენია, ჯერ არ არის საკმარისად გაძლიერებული, რომ პრობლემას საჯაროდ შეერკინოს.
ჩვენ მხოლოდ ერთად, ერთმანეთის მხარში დგომით შევძლებთ ჩვენი პრობლემების მოგვარებას და არა მალვითა და დუმილით.
პ.ს. ფოტო სერიიდან: who run the world? girls!