ბაიერნის მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს

ბაიერნის მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდესმიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ლუის ენრიკეს, თუმცა თვითონ ესპანელი სპეციალისტი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამჟამად ბაიერნი მწვრთნელის გარეშეა და მწვრთნელის მოვალეობას დროებით ვილი სანიოლი ასრულებს. პსჟ-სთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და ბაიერნი ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

ყველაზე რეალურ კანდიდატად ტომას ტუჰელი სახელდება, რომელიც წლების მანძილზე დორტმუნდის ბორუსიას თავკაცი იყო.