ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ ესპანეთის პრემიერ რახოის გადადგომა მოითხოვა

ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ ესპანეთის პრემიერ რახოის გადადგომა მოითხოვაბარსელონას მერის, ადა კოლაუს განცხადებით, ესპანეთის პოლიციასა და კატალონიის რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა შორის შეტაკებებში 480 ადამიანმა მიიღო დაზიანება. მან პოლიციას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალის გამოყენება დაუცველი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

პოლიციის ასეთი საქციელის გამო ადა კოლაუმ ესპანეთის პრემიერ მინისტრ მარიანო რახოის გადადგომა მოითხოვა.

ესპანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს დაზარალებულთა რიცხვს, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ დაშავდა 11 სამართალდამცველი. ესპანეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა სორაია საენს სანტამარიამ განაცხადა, რომ პოლიცია პროფესიონალურად და ადეკვატურად იქცეოდა.