ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერთა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებისას დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს სკამები ესროლეს. დაშავებულია ერთი ადამიანი.
შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერები ბარსელონას ქუჩებში მსვლელობას აწყობდნენ. შეტაკებაში შემთხვევით მოყვნენ უცხოელი ტურისტებიც. ვითარება ადგილობრივი პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
ესპანური მედიის ცნობით, რამდენიმე ათასმა ადამიანმა დემონსტრაციით ესპანეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. მანამდე 100-მდე ულტრამემარჯვენე აქტივისტმა ბარსელონაში კატალონიის დროშები დაწვა.
შეგახსენებთ, კატალონიის ავტონომიური რეგიონის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, თუმცა მისი განხორციელება გადადო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ დეკლარაციის გასაუქმებლად კატალონიის ხელისუფლებას ვადა ორშაბათამდე მისცა.
პირველი

