ჩილეში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაჩილეში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტ პუტრედან 36 კილომეტრში, 82 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იმედინიუსი