დავით კოდუა – “მამაჩემს ალიკა ღვინჯილიამ აგინა და ვინ მოითმენდა ამას!”

დავით კოდუა - "მამაჩემს ალიკა ღვინჯილიამ აგინა და ვინ მოითმენდა ამას!"„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ უპასუხა. მისი თქმით, მამამისს პროვოკაცია მოუწყვეს.
– მამაჩემს პროვოკაცია მოუწყეს, აგინეს და მიაყენეს შეურაცხყოფა ქებურიას მეუღლემ და ალიკა ღვინჯილიამ. მამაჩემმა მაქსიმალურად შეიკავა თავი და გამოიჩინა მოთმინება, შეაგინეს, მიაყენეს შეურაცხყოფა. რომელი ადამიანი მოითმენს ამას. მამაჩემს ზონდერს ეძახის გია ჯიქია და ალიკა ღვინჯილია, რომლებიც თავის დროზე მეგის ქარდავასთან მუშაობდნენ და ზონდერები იყვნენ, – განაცხადა კოდუამ.
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეგრეტის იცნიდენტში მონაწილე პირები დაასახელა. მერობის კანდიდატის თქმით, მის ქმარს და პარტიის აქტივისტს „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია და ქართული ოცნების შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა გაუსწორდნენ.

ნიუპოსტი