საარჩევნო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამომრჩევლებს მიმართავს და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. მელიას თქმით, ხელისუფლებამ “წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის დემონსტრირება მოახდინა” და ადგილი ჰქონდა დაშინებასა და შანტაჟს.
– ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება, რომელმაც წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის, მუქარის, შანტაჟის დემონსტრირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, “ქართულ ოცნებას” არ ყოფნის, რომ ეს საარჩევნო მარათონი პირველ ტურში დაამთავროს, – განაცხადა ნიკა მელიამ.

