დეპუტატი პაპუაშვილი რუსულ ენას ქომაგობს – ”ნუ ამოვიჩემებთ, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც”

დეპუტატი პაპუაშვილი რუსულ ენას ქომაგობს - ”ნუ ამოვიჩემებთ, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც”პარლამენტი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართა – რატომ არ ისწავლება ზოგიერთ სკოლაში რუსული ენა?

– ზოგიერთ სკოლაში რატომ არ ისწავლება რუსული ენა? ნუ ამოვიჩემებთ ახლა, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც. თქვენი აზრი როგორია? – მიმართა დეპუტატმა განათლების მინისტრის მოადგილეს, რაზეც მურღულიამ უპასუხა, რომ საქართველოს სკოლების სავალდებულო და პრინციპულად მნიშვნელოვანი ენა არის ინგლისური, ხოლო მეორე ენას თავად სკოლა ირჩევს.

– ინგლისური არის ის ძირითადი ენა, რომელზეც დღეს მოიპოვება ყველაზე მეტი მასალა მეცნიერებაში, ყველაზე მეტი საგანმანათლებლო რესურსი. ამასთან, მეორე ენის არჩევანის პრობლემა არც ერთ სკოლას არ აქვს. ეს ენა არჩევითია. თუ სკოლა აირჩევს რუსულ ენას, შეუძლია, რუსული ენა ასწავლოს, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

პარლმანეტი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დღეს 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავდნენ.

ნიუპოსტი