დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნა სურს

დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნა სურსმადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მას არგენტინის ნაკრებში სურს მუშაობა. სიმეონეს თქმით არგენტინის ნაკრების თავკაცობა უდიდესი პატივია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ ატლეტიკოზე ფიქრობს.

” მინდა რომ ერთ დღეს არგენტინის ნაკრებში ვიმუშაო, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ატლეტიკოში ვარ და ამ გუნდთან ერთად ყოველდღე ფეხბურთით ვსუნთქავ”– განაცხადა დიეგო სიმეონემ.

სიმეონე ატლეტიკოში 2012 წლიდან მუშაობს.