დიმიტრი ხვოროსტოვსკი გარდაიცვალა

დიმიტრი ხვოროსტოვსკი გარდაიცვალა

დიმიტრი ხვოროსტოვსკი კონცერტზე

54 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი. ერთი კვირის შემდეგ მას 55 წელი შეუსრულდებოდა.

მომღერალი რამდენიმე წელი ებრძოდა მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას, რომელმაც თავი 2015 წლის ივნისში იჩინა. მაშინ ის იძულებული გახდა, გაეუქმებინა რამდენიმე კონცერტი. მომღერალმა მკურნალობის კურსი ჩაიტარა, რის შემდეგაც კვლავ განაახლა კონცერტები.

რამდენიმე კვირის წინ, 26 სექტემბერს, ხვოროსტოვსკიმ ვერ შეძლო ემღერა მოსკოვის კონსერვატორიაში. ცხოვრების ბოლომდე ხვოროსტოვსკი ებრძოდა დაავადებას და ცდილობდა საკონცერტო მოღვაწეობის გაგრძელებას.