ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ცნობილი რუსი საოპერო მომღერლის დიმიტრი ხვოროსტოვსკის გარდაცვალების შესახებ.
ეს ინფორმაცია მომღერლის ახლობლებმა უარყვეს.
– საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი ცოცხალია და ლონდონში, საკუთარ სახლში იმყოფება, – განაცხადა მომღერლის დირექტორმა მარკ ჰილდრიუმ.
გარდა ამისა, მომღერლის მეუღლემ, ფლორენკემ, ფეისბუქში დაწერა, რომ მისი ქმარი ჯანმრთელადაა და სახლში იმყოფება.
განცხადება გააკეთა მომღერალმა ხიბლა გერზმავამ, რომელიც ხვოროსტოვსკისთან მუშაობს.
– ის ცოცხალია, ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ მცდარია, – დაწერა მან თავის ინსტაგრამში.
ინფორმაცია ხვოროსტოვსკის გარდაცვალების შესახებ ”კომსომოლსკაია პრავდამ” გაავრცელა.

