დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო საავადმყოფო დასჭირდა

დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო საავადმყოფო დასჭირდაბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ლორთქიფანიძე საავადმყოფოში გადაყვანისას გონზე იყო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.
– წინასწარი მონაცემებით, სტენოკარდიული შეტევით გადავიყვანეთ „ნიუ ჰოსპიტალში“ – ეს არის გულთან დაკავშირებული პრობლემა. ის კონტაქტურია, სხვა ინფორმაციისთვის, მიმართეთ კლინიკას, – განაცხადეს სასწრაფო დახმარების ცენტრში.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე სახლში იმყოფება.