ეკა ხერხეულიძე: „აქციაზე გიორგი რუხაია ისე სცემეს, რომ მხარი ამოუგდეს და იძულებულები გახდნენ, იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანონ“

ეკა ხერხეულიძე: „აქციაზე გიორგი რუხაია ისე სცემეს, რომ მხარი ამოუგდეს და იძულებულები გახდნენ, იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანონ“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მერიასთან გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს მათ მხარდამჭერ გიორგი რუხაიას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც მისი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

– გიორგი რუხაია ისე სცემეს დაკავების დროს, რომ სხვა დაზიანებებთან ერთად მხარი ამოუგდეს და იძულებულები გახდნენ დროებით დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანონ პ.ს-ლაშა ჭიღლაძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, – წერს ეკა ხერხეულძე.