ელენე ხოშტარია: “ქართული ოცნება” არის შეშინებული, პანიკაში და ამაზე ყველაფერი მიუთითებს”

ელენე ხოშტარია: "ქართული ოცნება" არის შეშინებული, პანიკაში და ამაზე ყველაფერი მიუთითებს"“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნათელი ხდება, რომ ქართული ოცნება” შეშინებულია და ოპოზიციას აქვს რეალური შანსი გამარჯვების.„სულ რამდენიმე საათი დარჩა არჩვენების დასრულებამდე, რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისში მოქალაქეების თავისუფალი ნებით ჩვენ მოვუტანოთ სასიკეთო ცვლილებები. შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და მოვიტანოთ თბილისში განვითარება.

– დღეს ჩვენ მთელი დღეა ვუყურებთ შეშინებულ ქართულ ოცნებას და მის კანდიდატს, რომელიც ყველაფერს შვება, ადმინისტაციული რესურსის გამოყენებას, აღრიცხავენ მოქალქეებს, არის მობილიზება უბნებთან, პირდაპირ ძალით მოყავთ ხალხი არჩვენებზე იმიტომ, რომ მათ ესმით, რომ ისინი აგებენ ამ არჩევნებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არ არის ძლიერი.

იმისთვის, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და ოცნებამ აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე რომელიც უთხრა მოსახლეობას. მე მოვუწოდებ ჩემ ამომრჩეველ, ყველა ოპოზიციურ ძალას არ დაიზაროთ მოდით არჩვენებზე რადგან ეს არის ჩვენი შანსი მივცეთ განვითარება ამ ქალაქს. ეს არის ჩვენი შანსი დემოკრატიულად შევცვალოთ ხლისუფლება და მთლიანად ქვეყნაში მოვიტანოთ პოზიტიური ცვლილებები, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნება არის შეშინებული, პანიკაში ყველაფერი ამაზე მიუთითებს მათ შორის კალაძის ბრიფინგი. ოპოზიციას აქვს რეალური შანსი დაამარცხოს ქართული ოცნება ამიტომ დარჩენილ დროში უნდა მოხდეს ყველა ოპოზიციური ძალის მობილიზება, – განაცხადა ხოშტარიამ.