ელენე ხოშტარიამ მანქანის კაპოტზე ”ღირსეული წაგება” იზეიმა – ”ეგებ შემდეგზე 1 ხმით მეც მოვიგო”

ელენე ხოშტარიამ მანქანის კაპოტზე ”ღირსეული წაგება” იზეიმა - ”ეგებ შემდეგზე 1 ხმით მეც მოვიგო”ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, რომელიც 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 7%-ით მეოთხე ადგილზე გადის, სოციალურ ქსელში მისთვის უჩვეულო ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ხოშტარია მეგობრებთან ერთად მანქანაზე გაშლილ სუფრასთან სასმელს შეექცევა,

ფოტოებს ემოციური მინაწერიც აქვს. “ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ახლა კი ღირსეულ წაგებას ვზეიმობთ“, – წერს ხოშტარია.