ელისო კილაძე – დღეს ბიძინა ივანიშვილი პირველად დაფიქრდება საკუთარ მომავალზე!

რამდენიმე წუთის წინ ელისო კილაძე ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა ნაციონალების დღევანდელ აქციას ივანიშვილის რეზიდენციასთან:

“2012 წლის მერე ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან პირველად გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია,არადა, ამ ხუთ წელში საპროტესტო ბევრი იყო.
უბრალოდ,ენმ-ს მაშინდელ ლიდერშიპს კაბინეტებში ჯდომა ერჩია ,ქუჩაში ბრძოლას.
დღეს ალბათ,ბიძინა ივანიშვილი პირველად დაფიქრდება ქვეყნის და საკუთარ მომავალზე !
რა იქნება არჩევნების მერე ?
საით წავა ეს ქვეყანა ?
რა გზას აირჩევს ოცნება ?
იმედია,გონიერება გაიმარჯვებს !
პოლიცია რომ არ ძალადობდა დღეს კარგი იყო !”