მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ თავად უგულავაზე ასევე ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა:
“გამექცევა ხელი,რაღაც მინდა გიგი უგულავაზე დავწერო,მერე გამახსენდება ციხის საკანი და მისი საკნიდან დანახული იასამანი,გამახსენდება ნანუკა ,რომელიც საათობით მიყვებოდა რა კარგი ბიჭია მისი მეგობარი გიგი,მერე გამახსენდება რომ ლომია და ბოლო ბოლო ერთ დღეს ვართ დაბადებული,მერე გამახსენდება როგორ იდგა მარტო და ელოდებოდა ციხის ბადრაგს სასამართლოს დერეფანში…
მაინც უნდა დავწერო :
მაინც უნდა გითხრა-წადი პოლიტიკიდან,გიგი !
ნუ იქცევი ასე…
ჩვენ მიმტევებელი ხალხი ვართ,დრო გავა და გაპატიებთ.
გაპატიებთ და დაბრუნების შანსს მოგცემთ !
ახლა წადი-სახეს ნუ დაკარგავ !”

