გიორგი გუგავა: „თამარ ჟვანიას “ოცნება” 10 მილიონს დაპირდა“

გიორგი გუგავა: „თამარ ჟვანიას "ოცნება" 10 მილიონს დაპირდა“– თამარ ჟვანიას ჰპირდებიან, თუ მათთვის სასურველ გაყალბებულ შედეგს დააყენებს, 10 მილიონი გადაურიცხონ ოფშორულ ზონაში, – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა ლიდერთა საბჭოს მიერ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, თამარ ჟვანია მმართველ გუნდთან კოორდინაციაში იმყოფება.
– ცნობილი გამყალბებელი ქალბატონი, თამარ ჟვანია მთელ წინასაარჩევნო პროცესში და დღესაც აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება „ოცნების“ ცენტრალურ შტაბთან, იღებს მათგან სპეციალურ ინსტრუქციებს, ამუშავებენ ერთად გაყალბების სქემებს. „ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები ფაროსანებივით არიან შესეული საარჩევნო კომისიებს და ცდილობენ არჩევნების შედეგების გაყალბებას, – განაცხადა გიორგი გუგავამ.