ქუთაისში, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების საგზაო კუნძულის დანგრევა დაიწყო.
მისი განცხადებით, ნიკეაზე ახლად რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული.
– ეს არის სიმბოლო ამ ხელისუფლების უგუნურობისა და სიხარბისა, რომელმაც ათეულობით ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია და ღმერთის წყალობით ჯერ მსხვერპლი არ გამოიწვია, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის, მომავალში რა მოხდება. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ამ ქალაქში ასეთი უგუნური ხელისუფლების დამთავრება შეუძლია, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ნიუპოსტი

