გორბაჩოვი – რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს

გორბაჩოვი - რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვსსსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებით, რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს. თავისი წიგნის „მე ვრჩები ოპტიმისტი“ პრეზენტაციისას მიხეილ გორბაჩოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა კატალონიაში შექმნილ სიტუაციაზე.
– არ ვაპირებ ესპანური კატალონიის შესახებ საუბარს. არ ვისაუბრებ ამ თემაზე, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი „კატალონია“ გვაქვს, რომელთანაც კიდევ მოგვიწევს ბევრი რამის გარკვევა, – განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.
კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა. რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლების 90%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება არაკანონიერად მიიჩნევს რეფერენდუმს და მის შედეგებს არ აღიარებს.

ინტერპრესნიუსი