გორის მოსახლეობა გამგებელს დაუპირისპირდა

გორის მოსახლეობა გამგებელს დაუპირისპირდახმაური იყო ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. „ნიუპოსტის“ კორესპონდენეტის ცნობით, გამგებელ ონიაშვილს სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა დაუპირისპირდა.
ე.წ. ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა გამგეობა ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და გამგებელს დაპირებების შესრულება მოსთხოვეს. საუბარია ე.წ. ფაბრიკის დასახლების გაზიფიცირებასა და საერთო საცხოვრებლების სახურავების რეაბილიტაციაზე. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მათი პრობლემებით გამგებელი არასდროს არ დაინტერესებულა, მათ კი, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. აქციის მონაწილეებს გამგებელი ონიაშვილი შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.