მოგეხსენებათ, რომ გურამ კაშიამ, “ჰერაკლესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. იგი პირველ განცხადებას ავრცელებს და პასუხობს ყველა ქართველს, ვინც საჯაროდ გამოხატა უკამაყოფილება.
– მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს. ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს Facebook გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს,- თქვა გურამ კაშიამ.
პირველი

